თავისუფლება in Georgian by Nika Kratsa

თავისუფლება

თუ თავისუფლება არის : მოკეტე იმიტომ რომ მე უნდა ვთქვათუ თავისუფლება არის : შენ გისოსებს მიღმა გიყუროთ, მშვიდად ვიქნებით შენი სხვაგვარი ქცევისგან, ყოფით და არსით

თუ თავისუფლება არის : მომდევნო დღის ხისტად განსაზღვრა დღევანდელის დაკეცვით

თუ თავისუფლება არის : მოიხურო კარი და უსაფრთხოდ უცქირო ეკრანზე ყველაფერ ნაგავს რაც შორს ჩანს

თუ თავისუფლება არის : მშვიდად ძილი რადგან სხვათა ხმები გამიზნულად დახშულია

თუ თავისუფლება არის : ჭამო რაც გინდა, როგორც, როდესაც, მაგრამ ყარო ნაფცქვენი გაზეთზე რომელშიც შიმშილი მიჩქმალულია

თუ თავისუფლება არის : არ ვიცოდე რამ გამათავისუფლა, თავისუფლად ყოფნის მიზეზი, რა მატუსაღებს ყოველდღე თავისუფლებაში

თუ თავისუფლება არის : ველოდო ვინმეს გამათავისუფლოს შიშისგან რომლისაც უაზროდ მწამს

თუ თავისუფლება ჩემ ფიქრებს ამშვიდებს, ძერწავს ნახატად

თუ თავისუფლება ჩემ გარშემო და ჩემში დაქრის მაგრამ შენ მას ვერ წვდები

თუ თავისუფლება შენი ნააზრევისგან მიცავს რომელიც ჩემთვის მეტად უცხოა

თუ თავისუფლება ჩემთვის დღეს ბუნებრივია და შენ უბრალოდ არ გესმის ეს რას ნიშნავს

მაშინ თავისუფლება ავერსია შენთვის და რევერსია ჩემთვის

მაშინ თავისუფლება მსუბუქი, ნედლი და თვითნებურია

იქნებ შევძლო -ორმხრივი პატივისცემით რათქმაუნდა-

დავთმო ნაწილი დროებით თუ დიდი ხნით

ჩემი უხვი თავისუფლების

შენი გათავისუფლებისთვის ჩემი მხუთავი თავისუფლებისგან.

მერიონ ბლუმი (Marion Bloem)

Georgian translation by Nika Kratsa
From original poem “Vrijheid” (Freedom) by Marion Bloem